пятница, 5 февраля 2010 г.

გზა წარმატებისკენ—სტუდენტობა, ჟურნალისტობა და მეგობრობა


პორტრეტი


19 წლის სტუდენტის, თიკო ნერგაძის კონსერვატიული ჩაცმულობა და დაძაბული დღის რეჟიმი უკვე დიდი ხანია არავის უკვირს. ჩასანიშნი წიგნაკი, კალამი და დიქტოფონი ის ნივთებია, რომლებიც ყოველთვის დევს მის ჩანთაში. ისევე როგორც ყველა სტუდენტი, თიკო ყოველ დილით ცდილობს არ დააგვიანოს ლექციებზე, ყურადღებით უსმენს ლექტორს, ინიშნავს დავალებებს და თითქოს არაფრით გამოირჩევა სხვა სტუდენტებისგან, თუმცა, მისი მეგობრებისგან განსხვავებული დღის რეჟიმი სწორედ ლექციების დასრულების შემდეგ იწყება.
რადიო “აფხაზეთის ხმა” ის ადგილია სადაც თიკო თავისი შემოქმედების თუ მომავალი პროფესიის რეალიზაციას ახდენს. Lლექციების შემდეგ იწყება ინტერვიუები პოლიტიკოსებთან, მოვლენის ეპიცენტრში ყოფნა, რომელიც საბოლოოდ რეპორტაჟის თუ ახალი ამბების მომზადებით მთავრდება. “ თიკო იმ გუნდის წევრია, რომელსაც რადიო “აფხაზეთის ხმა” აერთიანებს, შრომისუნარიანობა, მიზანდასახულობა და რაც მთავარია ნიჭიერება თიკოს დამახასიეთებელი თვისებებია”, -- ამბობს მისი თანამშრომელი ირაკლი ქილიფთარი.
თ.დ_ირაკლი, დილით როცა ხდება გადანაწილება იმ თემების, რომლებიც დღის განმავლობაში უნდა გაშუქდეს, რა ჟანრის თემები ხვდება ხოლმე თიკოს?
ი.ქ._ჩვენი პროდუსერი, თითოეულ ჩვენგანს ოჯახის წევრებივით გვიცნობს, მან იცის ვინ რომელ ჟანრში რა დონეზე ვართ, თიკო ძირითადად პოლიტიკურ რეპორტაჟებს თუ ახალ ამბებს წერს, შემიძლია გითხრა, რომ მას ეს ნამდვილად კარგად გამოსდის.
თ.დ—უწყობს თუ არა სამსახური ხელს თიკოს დროის გადანაწილებაში, როგორც იცი ის სტუდენტია?
ი.ქ.—სამსახური განსაკუთრებულ ხელშეწყობას ამ მხრივ ალბათ ვერ მოახერხებს, თუმცა თიკო თავად ახერხებს ისე, რომ პრობლემა არ შეუქმნას რადიოს და როგორც ვიცი პრობლემები არც უნივერსიტეტში აქვს.
თიკოს, მისი Yყველა ახლობელი უპრობლემო ადამიანად ახასიათებს. Bსაბურთალოზე, ერთი ჩვეულებრივი თბილისური კორპუსის ბოლო სართულზე, მისი ბინა თითქოს არაფრით არის გამორჩეული, თუმცა როგორც კი მის საკუთარ ოთახში შეხვალ, მაშინვე დარწმუნდები, რომ ეს არ არის უბრალო სტუდენტი გოგოს ოთახი... ლამაზ, მოცისფრო კელდებზე გაკრულია სურათები. საწერ მაგიდაზე კომპიუტერი დგას, მის ზემოთ კი თაროებია განლაგებული. ამ თაროებში შეწყობილი წიგნებს, თიკო განსაკუთრებულად დიდ დროს უთმობს. ამბობს, რომ წიგნი მისი საუკეთესო მეგობარია. გამორჩეულად უყვარს გურამ დოჩანაშვილის “სამოსელი პირველი” ჭაბუა ამირეჯიბის “დათა თუთაშხია” რემარკის “ტრიუმფალური თაღი” და მორ იოკაის “ოქრო კაცი”. სადაც კომპიუტერის გარდა მრვალი საინეტერსესო ნივთი დევს-- … სანიშნი პატარა ფერადი ფურცლები, მარკერები, გაზეთების არქივი სადაც მას უხვად აქვს მონიშნული მისთვის საინეტერესო სტატიები.
თ.დ_თიკო, შენი ცხოვრება არ არის უბრალო სტუდენტის ცხოვრება, მუდმივად დაძაბული რეჟიმი ხომ არ აისახა შენს სამეგობრო წრეზე, ახერხებ მეგობრებისთვის დროის დათმმობას?
თ.ნ_ვფიქრობ, რომ მე არ ვარ ვინმეზე განსაკუთრებული ან რამით მეტი. ჩემი დღის რეჟიმი საკმაოდ დაძაბულია, თუმცა მეგობრებთან ურთიერთობაში ამას სულაც არ შეუშლია ხელი. მთავარია დრო სწორად გაანაწილო და აუცილებლად ყველაფერს მოასწრებ. მე მყავს ძალიან საყვარელი და ძვირფასი მეგობრები, რომლებმაც იციან ჩემი დატვირთული დღის რეჟიმი, ცდილობენ ხელი შემიწყონ და თავისუფალ დროს მსტუმრობენ.
ნინო ილურიძე თიკოს სწორედ ის ერთ-ერთი მეგობარია, რომელიც თავისუფალ დროს სტუმრობს სახლში.. “მუდმივი მონატრების გრძნობა, ამ ერთი წინადადებით შემიძლია ჩემი მდგომარეობა გამოვხატო თიკოს მიმართ”_ამბობს ნინო.
თ.დ._ ნინო, რამდენადაც ვიცი თიკოს კლასელი და ამავდროულად ერთ_ერთი საუკეთესო მეგობარი ხარ, შეგიძლია მესაუბრო თიკოს რომელიმე თვისებაზე, რომელიც მხოლოდ ვიწრო წრისთვის არის ცნობილი, რომელიც არ იციან მისმა უბრალო ნაცნობებმა?
ნ.ი._ რა თქმა უნდა თიკოს აქვს ისეთი თვისებებიც, მხოლოდ ჩვენ რომ ვიცით, შემიძლია გითხრა, რომ ის არის საოცრად ჯიუტი და ფიცხი ხასიათის პატრონი, თავის კონტროლი არასდროს უჭირს, მაგრამ ხანდხან უმნიშვნელო ფაქტზე ფიცხდება, თუმცა ხშირად მის ამ საქციელს მის დაღლილობას და დაძაბული დღის რეჟიმს ვაწერთ. ალბათ უარყოფითი თვისება ჩემთვის ეს არის, სხვას ვერ ვიხსენებ. ის არის უზომოდ მეგობრული, დამხმარე, მისი რჩევა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს და ამიტომ ძალიან ხშირად ვეკითხები მას აზრს და უმეტეს წილად ვისვალისწინებ კიდეც. “მისი აკადემიური ჩაცმულობა, მკაცრი სტილი ხშირად ატყუებს ხოლმე ადამიანებს თიკოს გაცნობისას, თუმცა ის ჩვენთან სრულიად სხვაგვარია. მხიარული, აქვს სასაცილო ისტორიების მოყოლის საოცარი მანერა რაც ჩვენ ძალიან გვახალისებს”_ამბობს მისი ასევე ბავშვობის მეგობარი გვანცა ქურდაძე.
თიკოს შესახებ საკმაოდ ბევრის თქმა შეუძლიათ მის მეზობლებსაც. უზომოდ კონტაქტური, კეთილი, დამხმარე საყვარელი ადამიანების მიმართ, ხალასით სავესე _ ეს ის თვისებებია, რომლებიც მეზობლებს უყვართ თიკოში ყველაზე მეტად. “თიკო ჩვენი გაზრდილია, ვუყურებდით როგორ ყალიბდებოდა ის.. მიუხედავად მისი ასაკისა ის უკვე წარმატებულია ჩვენთვის..სამი წელია უკვე რაც ვხედავთ მისი დღის რეჟიმს და გვეამაყება”_ თქვა ჩემთან საუბარში თიკოს კარის მეზობელმა.
K ყველა ადამიანი ვინც თიკოს მეგობარი თუ ახლობელია, ახასიეთებს მას დადებით, უზმოდ კეთილ და კომუნიკაბელურ ადამიანად, როგორც თიკოს დედისგან შევიტყე, მას გააჩნია უზმოდ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა, მომხდარა ისეც რომ დრო არ ჰქონია სტატიის, რეპორტაჟის მოსამზადებლად და ამის გამო არა ერთი ღამე გაუთენებია კომპიუტერთან. ”ეს ყველაფერი ჩემთვის არც უცხო და არც გასაკვირია, თიკოს ბავშვობიდან უნდოდა ჟურნალისტი ყოფილიყო და მას შემდეგ ყველანაირად ცდილობს დასახულ მიზანს მიაღწიოს”- ამბობს თიკოს დედა კალბატონი ნანა ლილუაშვილი.
თიკო ნეგაძეზე საუბარს დავასრულებ ერთი ახალი ამბით, რომელიც ჯერ კიდევ შესაძლოა მისმა მეგობრებმაც კი არ იციან, სულ მალე გაზეთ “ვერსიაში” მისი სტატიები გამოჩნდება, როგორც თვითონ თიკო ამბობს, ის ალბათ ორ სამსახურს ფიზიკურად ვერ გაუძღვება და ამიტომ რადიო “აფხაზეთის ხმის” დატოვება მოუწვს.

2 комментария:

  1. მიყვარს თიკო... ძალიან მიყვარს... საუკეთესოა თიკო... ყველაზე სათნოა თიკო... პროფესიონალია თიკო... :) მოკლედ I LOVE TIKO :*

    P.S. როცა მასზე გელაპარაკებოდი ,,ალბათ” ძალიან მთვრალი ვიყავი და აღარ მახსოვს ეს ფაქტი... :) უკეთეს დახასიათებას იმსახურებდა ჩემგან... მაპატიე თიკო :*

    ОтветитьУдалить
  2. ჰაჰაჰა:)))))) ხო მეც შეგატყე ხმაზე, რომ ნასვამი იყავი:)))

    ОтветитьУдалить