пятница, 5 февраля 2010 г.

ექიმის მიზეზით პაციენტის გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა საქართველოში


ანალიზური სტატია

ექიმების არაპროფესიონალიზმი თუ გარდაცვილილი პაციენტების ახლო ნათესავების უსაფუძვლო ბრალდებები-ამ საკითხებზე ბოლო დროს, ხშირად საუბრობს ქართული მედია. ერთი შეხედვით მარტივი, ე.წ. “გლანდების ოპერაცია” პაციენტის მსხვერპლით დასრულდა. ქალაქ ხაშურის მკვიდრი, 29 წლის ნანა ისიანი ექიმის არაპროფესიონალიზმს შეეწირა. 25 ნოემბერს ხაშურის საავადმყოფოში ექიმმა ნინო ჯობაძემ პაციენტს გაუკეთა გლანდების ოპერაცია, რომელიც ნახევარი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პალატაში გადაყვანის შემდეგ პაციენტი სამ საათში გარდაიცვალა. გარდაცვლილის ახლო ნათესავები ერთმნიშვნელოვნად ექიმს ადანაშაულებდნენ.
შიდა ქართლის საოლქო პროკურატურამ 2 დეკემბერს, მას შემდეგ რაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის საბოლოო პასუხი ცნობილი გახდა დააკავა ექიმი ნინო ჯობაძე. ექსპერტიზის პასუხის მიხედვით, ოპერაციის დროს დაზიანებულია კისრის სისხლძარღვები და შესაბამისად საქმე აღიძრა გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით, რაც 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. Dდაკავებამდე, ექიმი ბრალეულობას უარყოფდა და აცხადებდა, რომ პაციენტი გულით ავადმყოფი იყო და შესაძლოა გარდაცვალების მიზეზი ინფაქტი გამხდარიყო, გულით ავადმყოფობას გარდაცვლილის ახლობლებიც ადასტურებენ, თუმცა ექსპერტიზამ ექიმის ბრალეულობა დაადგინა. ,,ოპერაციის ჩატარებამდე ექიმმა პაციენტ ნ.სიდიანს გაუკეთა მხოლოდ სისიხლის საერთო ანალიზი. ექიმმა არ გაითვალისწინა ,,კოალოგრამის” პასუხი და არ გააკეთა შარდის საერთო ანალიზი და კარდიოგრამა, რაც მას ევალებოდა საავადმყოფოს სამედიცინო სტანდარტის შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციის მსვლელბისას ავადმყოფი რამდეჯერმე ცუდად გახდა, ექიმმა მაინც გააგრძელა ოპერაცია. საერთო ჯამში, ავადმყოფს დაეწყო მწვავე სისხლდენა და გარდაიცვალა” – ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში. Fნანა ისიანის გარდაცვალებიდან რამდენიმე წუთში დაიწყო გამოძიება, ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, დანიშნულია ასევე ბიოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზები იმის დასადგენად, თუ რა სახის და რაოდენობის მედიკამენტი გამოიყენა ექიმმა ოპერაციის დროს, რა ჯგუფის და რეზუსის სისხლი გადაესხა ავადმყოფ ნ. სიდიანს. Dდაზარალებურად ცნეს და დაიკითხა აგრეთვე გარდაცვლილის მეუღლე თეიმურაზ კაპანაძე, რომელიც კატეგორიულად ამტკიცებს, რომ მისი მეუღლის სიკვდილში მხოლოდ ექიმია დამნაშავე.
ხაშურის საავადმყოფოს მთავარი ექიმი….. ნინო ჯობაძეს კვალიფიციურ ექიმად ასახელებს და გაკვირვებას გამოთქვავს დაშვებული შეცდომის გამო. იგი აცხადებს, რომ ჯობაძე თითქმის 5 წელია აღნიშნულ საავადმყოფოში მუშაობს და მის პროფესიონალიზმში ეჭვი არასდროს შეპარვიათ.
ექიმი ნინო ჯობაძე ამჟამად გადმოყვანილია თბილისში და შეფარდებული აქვს წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა. როგორც მისი ახლობლები აცხადებენ, ამჟამად დაკავებულნი არიან კვალიფიციური ადვოკატის მოძიებით და აუცილებლად მოითხოვენ გირაოს შეფარდებას, თუმცა გირაოს ოდენობას, ჯერჯერობით არ ასახელებენ. ისინი კატეგორიულად არ ეთანხმებიან ექსპერტიზის დასკვნას და კერძო ექსპერტიზის მოწვევასაც აპირებენ.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის, გია თვალავაძის განცხადებით, ეს ფაქტი მისთვის ცნობილია და ასეთ შემთხვევაში ექიმს დაუყონებლივ და სამუდამოდ ერთმევა ლიცენზია. იგი საუბრობს აგრეთვე ასეთი შემთხვევის რაოდენობაზე, არაოფიციალური მონაცემებით, აღნიშნული ბრალდებით წელიწადში დაახლოებით 2-3 ექიმის დაპატიმრება ხდება. ლიცენზია ჩამორთმეული ექიმების რაოდენობის ცხრილი კი ასე გამოიყურება:

წელი ლიცენზიის დროებით შეჩერება ლიცენზიის სამუდამოდ ჩამორთმევა წერილობითი გაფრთხოლების მიცემა
2007 24 1 112
2008 13 0 62
2009 14 0 16

თვალავაძე ამბობს, რომ მათ სააგენტოს, გარდაცვილი პაციენტების ახლობლები ხშირად აკითხავენ უსაფუძვლო ბრალდებებითაც და ექიმის დასჯას მოითხოვენ. “ასეთ შემთხვევები ძალიან ბევრია ჩვენთან სააგენტოში, მაგრამ ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ხშირად მათი მიზანი არა სიმართლის დადგენა, არამედ ანგარებაა. კონპენსაციის სახით გარკვეული რაოდენობის თანხის მიღების შემდეგ, აღარ ცდილობენ იმის გარკვევას მათი ახლობლის გარდაცვალებაში რა დოზით არის ექიმი დამნაშავე.
A ზემოთ აღნიშნული უწყების ინფორმაციული ანალიტიკური სამსახურის უფროსი ზაზა აბრამიძე კი ზოგადად ქვეყანაში ექიმების არაპროფესიონალიზმის პრობლემაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების უმრავლესობა, რომლეთაც ევალებათ რომ რეზიდენტურამდე გაიარონ ერთი პროფესიული გამოცდა, ვერ აბარებენ. აბრამიძეს თქმით, 1990-იანი წლებში საქართველოში გაიხსნა უამრავი კერძო, სამედიცინო ინსტიტუტი, რომლებიც ვერ იძლეოდნენ სათანადო ცოდნას და შესაბამისად აღნიშნული სასწავლებლებლების Dდამთავრებული ექიმების უმრავლესობა პროფესიონალად ვერ ჩამოყალიბლებოდა. აღნიშნული პრობლემიდან გამოსავალს გია თვალავაძე სალიცენზიო გამოცდების კიდევ უფრო გამკაცრებაში ხედავს.


თათია დვალიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий