пятница, 5 февраля 2010 г.

ეს უბრალოდ (ჩანახატი)..


ყველაზე პატარა რუქაზე, მინიატურა ქვეყანა მინიაუტურა ხალხით..პატარა სოფლებით, რეგიონებით დაბებით.. ეს საქართველოა…..უცნაური, სტუმართმოყვარე მაცხოვრებლებით, დიდი გულით და ნაკლები შესაძლებლობებით, სპეციფიკური ადათ-წესებით, შიზოფრენიაში გადასული ემოციებით, ეს ქართველი ხალხია..
ვიწრო ქუჩები, წვიმისგან შექმნილი ნიაღვრები, მუდმივი საცობი, მანქანების, ყვითელი ავტობუსების სიგნალი, გზაზე გადამავალი დაბნეული ხალხი …”ვაიმე დაგვარტყა” “წინ იქნებ გაიხედო” ..მძღოლების სასაცილო უწმაწური კომენტარები “ სად იზრდები” “ღირსი არ ხარ დაგარტყა”, ერთ ქუჩაზე მოქცეული მჭიდროდ განლაგებული მაღაზები ერთმანეთის მიყოლებით “სურსათი:” “1000 წვრილმანი” “ცხელი შოთი” “ვულე-ვუ”)) ერთი ორი “ლამაზი” კაფე, სადაც მუდამ უამრავი ხალხია საღამოს საათებში..”სადმე დავჯდეს მოტივით” საოცარი კორპუსებით “გაფერადებული” გალამაზების იმედით...ბოლო დროს განსაკუთრებულად მომრავლებული მოდური მანქანებით რომელზეც ზის ადამიანი რომელიც საეთოდ არ ჩანს)) ან ზის ადამიანი რომელსაც შუა იანვარში ჩაწეული მინები, ბოლო ხმაზე აწეული ეხლა უკვე ძირითადად ჯექსონის სიმღერები აქვს და ძალიან ამაყად “მიჰქრის”, გამვლელების დაცინვა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მაინც სიამოვნებით გაყოლებული თვალები)) “აუ ეს უნდა იჯდეს მანქანაზე და მე ფეხით დავდიოდე” –კომენტარი)) ან ესე “ გოგონა უფასო ტაქსი არ გნებავთ? წაგიყვანთ”…ერთი პოპულარული მომღერლის ვიზიტი, საღამოს “ივენთი” შოკირებული ხალხი, რომელთაც ძალიან სურთ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ნახონ “ტიმოტი” “ზემფირა”..ზოგი ხვდება ელიტურ წრეში ზოგიც ვერა)) ხოლო ვისაც “ჰაუსები” მოწონს მას შედარებით უმართლებს.. სამ თუ ოთხ ღამის კლუბში რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ხშირად ჩამოდიან “დიჯეები”, იქ შედარებით იაფად გამოდიან ან ნაცნობობით “პლიუსებს” იწერენ) პატიჯებენ გოგოებს რომელთაც აუცილებლად მოყვება მინიმუმ სამი დაქალი, აბა მარტო ხომ არ წავლენ, ან დედას ხომ უნდა უთხრან რომ ვინმესთან რჩებიან))
ცენტრალურ ქუჩებში “შადრევნებით” ახალი წლის პერიოდში განათებული ბრებით, ჭაღებით რომელსაც იპარავენ:) და ბილბორდებით სხვადასხვა რეკლამებით “განათებული ქალაქი” “ ქალაქი უშუქობის გარეშე”..ასე თუ ისე წიდილი და შემართება ქალაქის გალამაზების ვისაც როგორ შეგვიძლია) თითქმის არავინ არის კმაყოფილი ამ ქალაქში ცხოვრებით, ყველას უნდა წასვლა სად არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია აქედან შორის...მაგრამ ბევრი ნაკლის, დისკომფორტის, გაჭირვების მიუხედავად აქ რაგაცნაირი სიფუსფუსეა, სითბოა, სხვანაირი შენებური სუნია, შენი კუთხეა, თვალდახუჭული მიაგნებ ნებისმერ ქუჩას თუ მაღაზიას.. პატარააა,ბევრი ნაცნობებით.. მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებით, ზოგჯერ ზედმეტად მომაბეზრებელი ცხოვრების ტემპით, მაგრამ მაინც ჩემია! შენია! ჩვენია!- ეს თბილისია!! ჩემი თბილისი!!!

1 комментарий:

  1. udzalianmagresia taaaaaaaaaaaaaat... miyvars tbilisi vgijdebi saqartveloze da qartvelebze genacvaleeeeeeeet :*

    ОтветитьУдалить