пятница, 5 февраля 2010 г.

რეპორტაჟი დამსვენებლებისგან დაცლილი დაბა სურამიდან


ხალხმრავალი ქუჩები, ღია კაფეები და გალამაზებული დასასვენებელი სკვერები ერთი წლით ისტორიას ჩაბარდა. ჩვეულებისამებრ, ზაფხულის სეზონის დასრულებისთანავე, სურამი მოსაწყენი და ნაცრისფერი ხდება. თუმცა, წელს განსაკუთრებით ცივი ამინდების გამო, დამსვენებლებმა გაცილებით ადრე დატოვეს დაბა ვიდრე ეს ტრადიციულად ხდება ხოლმე. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, მსგავსი ცივი ზაფხული დიდი ხანია არ ახსოვთ.
განვითარებული ინფრასტრუქტურით სურამი არც საკურორტო სეზონზე გამოირჩევა, მაგრამ დაშლილი საბავშვო ატრაქციონები, დაკეტილი მაღაზიები, გატიტვლებული ხეები, ცარიელი და დანგრეული გზები დადებით ემოიცებს ნამდვილად არ იწვევს. Kკვირეების განმავლობაში მოღრუბლული ცა და ძლიერი წვიმები სურამლებისთვის იმის მანიშნებელია, რომ უნდა მოემზადნონ საკმაოდ მკაცრი ზამთრისთვის. ზოგიერთი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან ე.წ. ,,შეშის ფეჩის” კვამლი უკვე ამოდის. არიან ისეთებიც, რომლებიც შეშის ეკონომიის მიზნით ჯერჯერობით უარს ამბობენ გათბობის საშუალებებზე. ,,მხოლოდ ერთი მანქანა შეშის ყიდვა შევძელით, ამიტომ შეძლებისდაგვარად ეკონომიურად უნდა დავწვათ, თორემ ზამთრის ბოლომდე ნამდვილად არ გვეყოფა, მით უფრო რომ სურამში ზამთარი აპრილის შუა რიცხვებამდე გრძელდება”—განაცხადა ჩვენთან საუბარში ერთი-ერთი ოჯახის უფროსმა, რომელიც საკუთარ ეზოში ჭრიდა შეშას და რომელსაც შეეტყო სახეზე, რომ ჩვენი კითხვებით აშკარად მოვაცდინეთ საქმეს, ამიტომ დროზე დავემშვიდობეთ და წარმატეტებიც ვუსურვეთ.
სურამში არსებობენ ოჯახებიც, რომლებიც თავიანთი ოჯახური პატარა ბიზნესის შესაბამისად, იმედით Eელიან ზამთრის დადგომას. დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე განლაგებული ცნობილი თონეების მეპატრონეები ამბობენ, რომ ზამთარში მათი პროდუქტის რეალიზაცია დაახლოებით 50 პროცენტით იზრდება. როგორც ისინი ამბობენ, ცხელ ნაზუქებს და პურებს მგზავრები ცივ ამინდებში უფრო ეტანებიან.
იმისთვის, ვინც მხოლოდ ზაფხულში სტუმრობს სურამს, საკმაოდ თვალშისაცემი იქნება ხალხის სიხალვათე იმ ადგილას სადაც მინერალური წყალი მოედინება, რომელსაც თავად სურამლები ,,რკინის წყალს” უწოდებენ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, აღნიშნული წყალი დიდი რაოდენობით რკინას და სხვა მინერალებს შეიცავს, რომელიც სასარგებლოა განსაკუთრებით მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის დაავადებები აქვს.
ერთი შეხედვითაც ნათლად ჩანს, რომ კურორტს, რომელიც საკმაოდ მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, სერიოზული მოვლა სჭირდება. თავად სურამლების ერთ-ერთი პრობლემაც სწორედ ეს არის. ,,ჩვენს დაბას პატრონი არ ჰყავს, წლების გამმავლობაში არაფერი გაკეთებულა იმისათვის, რომ ტურისტებისათვის უფრო მიმზიდველი გახდეს, ჩვენთან ჩამოჰყავთ ბრონქების პრობლემებით ბავშვები, რამდენიმე წელი ზედიზედ სიარულის შემდეგ ბავშვები სრულიად ინკურნებიან, თუმცა მათი მშობლები ინფრასტუქტურის არ არსებობს გამო ხშირად უკმაყოფილებას გამოთქვამენ”—განაცხადა ჩვენთან საუბარში პენსიონერმა ქალბატონმა.
თათია დვალიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий