вторник, 20 апреля 2010 г.

მე მეამაყება...

დღეს “სიამაყის” დღე მქონდა...არ ვიცი რატომ.. არასდროს დავფიქრებულვარ ამაზე,მაგრამ დღეს ბევრ რამეს მივაქციე ყურადღება, ბევრი რამე შევიყვარე, გავითავისე და მიხვდი, რომ ძალიან ამაყი ვარ..
მე მეამაყება ჩემი ოჯახი, ჩემი ძმა მემაყება ყველაზე მეტად..
მე მეამაყება ქართველობა, თბილისელობა..უფრო მეტად კი ის მეამაყება, რომ ამ სულისკვეთების გადაცემა სხვისთვისაც შემიძლია
მე მეამაყება ყველა ის ადამიანი ვინც საზღვრებს გარეთ გაიტანა ჩვენი სახელი, ფეხბურთელი, მოჭიდავე და უბრალოდ ნიჭიერი ადამიანი, არასდროს მომერიდება ამ სიტყვების თქმა “მე თქვენით ვამაყობ”..
მე მეამაყება ჩვენი ჯარისკაცები, მათი სიმამაცე, მიყვარს თითოეული მათგანი მეამაყება მათი დედების ასეთი შვილების აღზრდა, რომ შეძლეს..მე ალბათ ვერასდროს შევძლებ.. მე მე მემაყება ყველა ლამაზი ადამიანი.. მემაყება ყველა ნიჭიერი ადამიანი, განურჩევლად სქესის, აზროვნების და სარწმუნოების..
მე მეამაყება ჩვენი პატრიარქი რომელიც ყველაზე სათნო, კეთილი და წმინდაა..ვამაყობ რომ ღირსი ვარ მისი დალოცვის...
მე მეამაყება პატარა თბილისი, ვამაყობ აქ რომ დავიბადე
მე მეამაყება ყველა ჩემი მეგობარი, ვამაყობ, რომ ვარ ღირსი მათ ვუყვარდე..
მე მეამაყება სიყვარულის, რომ ეს შემიძლია, რომ ვიღაცას შეუძლია უყვარდეს თავდავიწყებით და ამას არ მალავდეს..
მე მეამაყება , რომ შემიძლია ადამიანებს რამით დავეხმარო..
მე მეამაყება, რომ ვიღაც ფიქრობს ჩემზე და მოწონს ჩემში ის რისთვისაც მე ყურადღება არასდროს მიმიქცევია...
მე მეამაყება ჩემი პირველი მასწავლებლი, რომელმაც ძალიან ბევრი რამე მასწავლა..მასწავლა სწორედ ცხოვრება, აზროვნება...
მე მეამაყება ჩემი ბებია, რომელიც გარდაცვალების ბოლო წუთამდე ჩემზე ფიქრობდა, მე მეამაყება იმის, რომ დღეს თმას ყოველთვის ისე “ვიკეთებ” როგორც მას მოწონდა...
მე მეამაყება განსაკუთრებით დედა..რომელმაც მასწავლა ადამიანობა, “გოგოობა”..მეამაყება რომ დედა ჩემთვის ყველაზე ახლო მეგობარია, მემაყება, რომ დედის დალაგებული და მოფიქრებული ტექსტი მიმიწერია ხშირად “თაყვანისმცემლებისთვის”...
მე მეამაყება ჩემი ბავშვობა.. ფეხბურთის თამაშიდან დაწყებული, თოჯინების თამაშით დასრულებული……მეამაყება რომ Dდღეს ჩემი მეგობრების უმეტესობა ბავშვობიდან მოდის, მეამაყება, რომ ჩემი პირველი მეგობარი ბიჭი იყო, მეამაყება რომ დღეს მე მისი ნათლია ვარ..
და ბოლოს მე მეამაყება ის, რომ საკუთარ გრძნობებზე და ემოციებზე საუბარი თუ არა წერა მაინც შემიძლია..მემაყება, რომ არასდროს მრცხვენია გულწრფელად ვუთხრა ადამიანს “მე შენით ვამაყობ”..


среда, 14 апреля 2010 г.

გინესის 5 რეკორდი

2004 წლის 24 მარტს ჩინეთის ქალაქ ნანკინში ჩინელ ვეი შენგჩუს თავსა და სახეში 1.790 ნემსი ჩაურჭეს

13 ივლისს ბირმინგემში შეიკრიბა 582 დრამერი რომლებიც 5 წუთის განმავლობაში უკრავდნენ ერთ რითმში.

24 წლის რუთ რეინოლდსმა 30 წამში აკოცა 42 ბიჭს და ამით წინა რეკორდი (36 ბიჭი) გააუმჯობესა.
იტალიაში პოლიციამ დააკავა მძარცველი რომელმაც საათნახევარში გაძარცვა 5 ბანკი. ანუ დაახლოებით ერთი ბანკის გაძარცვას ანდომებდა 20 წუთს. ამ 5 ძარცვიდან მან 2000 ევროზე მეტი იშოვა. თუმცა ვიდეო კამერების საშუალებით იგი მეორე დღესვე დააკავეს.

გინესის 5 რეკორდი


ბრიტანელი ტომას ბრეკტორნი რომელმაც 38 კილოიანი დრელე ჩაიდო პირში.(დრელე ჩართული იყო და ტომას ბრეკტორნმა იგი 3 წამის მანძილზე გაიჩერა).

вторник, 13 апреля 2010 г.

სამყაროს ფარული განზომილებები


ახალგაზრდა ფიზიკოსის გია დავალისა და მისი ამერიკელი კოლეგების ნაშრომი XXI საუკუნის მეცნიერულ სენსაციად იქცა. რეზონანსი იმდენად დიდია, რომ დაინტერესებულია არა მარტო სპეციალისტები, არამედ ფართო საზოგადოებაც. მაინც რამდენ განზომილებიანია ჩვენი სამყარო?
ისინი ეხება თანამედროვე ფიზიკის ყველაზე ფუნდამენტურ და მწვავე საკითხს – წარმოდგენებს სამყაროს აღნაგობაზე, ბუნებაში არსებულ უმარტივეს წარმონაქმნებს, ე. წ. ელემენტალურ ნაწილაკებს, რომლისგანაც აგებულია ყველაფერი ჩვენს გარშემო, ატომებიდან დაწყებული და გალაქტიკებით დამთავრებული, სამყაროში მოქმედ ძალებს, თვით სამყაროს წარმოქმნისა და განვითარების თეორიებს, მოკლედ ისინი არსებითად ცვლიან სურათს, რომელსაც ფიზიკა ქმნის თავის მცდელობაში გაიგოს და ახსნას ის სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხვრობთ.

ADD-ის ჰიპოთეზის არსის გაგებისათვის არ არის აუცილებელი რთული მათემატიკის მოშველიება. ძირითადი დებულებები და მათგან გამომდინარე შედეგები შეიძლება თვისობრივად მაინც მისაწვდომი იყოს ყველა დაინტერესებულისათვის.

среда, 7 апреля 2010 г.

გოგოები...


თბილისი, რომ პატარაა და ყველა ყველას იცნობს ეს ნაცნობია მგონი ყველასთვის, რომ არ არსებობს “სუფრაზე” ერთი ნაცნობი ან ნაცნობის ნაცნობი არ აღმოაჩინო და არ დაელაპარაკო, თუ რა საყვარელია და რა კარგი ადამიანია თქვენი საერთო ნაცნობი..ეს ქართველების ერთგვარი ტრადიციაა..
ნაცნობები, ნათესავები, უბრალო მეგობრები..ყველა შენია. შენც მათი ხარ, მაგრამ სულ სხვა, შეუდარებელია ბავშვოვის მეგობარი.. უახლოესი, ყველაზე საყვარელი.. ყველაზე დიდი განძი ოჯახის მერე სამეგობრო წრეა..გოგოებია)..გოგოებო წავედით, გოგოებო სად ხართ? გოგოებო ახალი კაბა ვიყიდე, მიხდება? ფერი კარგია? გოგოებო ძალიან ცუდად ვარ , ვერ გადამიწყვეტია, რას მირჩევთ?..ყველასთვის ნაცნობი და მრავალჯერ გამეორებული ფრაზებია..თუმცა არსებობს კრიტიკული და გამოუვალი სიტუაციები, რომ თავი უკანასკნელი ადამიანი გგონია, არ იცი როგორ მოიქცე, სევდა”შემოგპარვია”..ან სულაც შენ უახლოეს მეგობარს უჭირს.. რა ხდება შემდეგ?...მყუდროდ მოწობილი ადგილზე ყველა სხედხართ..მიდის ერთი პრობლემის ან მოვლენის “გაშიფრა” სააშკარაოზე გამოტანა, მსჯელობა, კამათი.. “ესე უნდა მოიქცე” არა “ისე ინდა მოიქცე”..და ბოლოს ყველა ერთად ამბობს “არა შენ როგორც გირჩევნია ისე მოიქეცი, ჩევნ უბრალოდ გირჩევთ”..ცოტა ხანში კი ისევ თავიდან იწყება “გადაწყვეტილია შენ ესე მოიქცევი”.. ბევრჯერ ხვდები, რომ სულელური სიტყვები, ზოგჯერ რჩევები, გოგოების ემოციური “ყიყინი” შენთვის არაფრის მომცემია..გამოუსადეგარია..მაგრამ მაინც კმაყოფილი ხარ, გიხარია რომ ისინი შენს მხარს გიჭერენ, უყვარხარ, შენთვის ნერვიულობენ, არანაკლებ შენზე.. წყნარდები კიდეც ,რომ უკან ამხელა “ზურგი” გყავს)..
კომფლიქტური სიტუაციებიც იქმნება.. მაგრამ ცოტახანში ნეიტრალდება და “გოგოშკური ცხოვრებაც” თავის კალაპოტს უბრუნდება.. სიყვარული, მოწონება და გატაცება მძიმე თემაა... გოგოებო მგონი მომწონს, მაგრამ არ მიყვარს..ესეც ნაცნობია..შემდეგ კომენტარები “თვალები სად გაქვს?”.. უკმაყოფილო გამომეტყველება..არ მოწონთ ან შენთვის არ ემეტებათ..საბოლოოდ კი ყველა “ერთსულოვნად” გეხმარება.. “ეს ჩაიცვი გიხდება”, “ჟუაჩკას” ესე ცუდად ნუ ღეჭავ,” “სახეე გაასწორე და წადი”..და თუ ძველმა “ბიჭმა” ისევ დაგირეკა..რჩევები ასეთია “მაგას გადაეცი ,რომ “твой поезд ушел”.. “შენმა წყალმა ჩაიარა” და ასე შემდეგ..
მრავალი ისტორია, ცუდი თუ კარგი, ბევრი ისეთიც “ალისასაც” კი “საოცრებათა ქვეყანაში”, რომ შეშურდებოდა..სიტუაცია რომლის ამოხსნას და გამოსავალს ვერ პოულობ, ცოტა შიშიც..გაურკვევლობა, ტრაგედიის პროგნოზირება..საბოლოოდ ნათელი წერტილის ძიება..და პოვნა რა თქმა უნდა გოგოებთან ერთად...აი გოგოები, ჩემი გოგოები რომლებსაც თავისებურად “უქრით”..მეც “მიქრის” და საერთოდ ყველას “უქრის”..მაგრამ აი უკვე მეოცე წელი სრულდება რაც “ჩვენეული ცხოვრების ქროლვით მივდივართ”..სხვა ბევრი პრობლემების მიუხედავათ..ჩვენ “შიდა გასაჭირს” იმედით ვუყურებთ და ოპტიმისტური ფრაზით ერთმანეთს ვამხნევებთ “Девочки всё пройдёт”..

понедельник, 5 апреля 2010 г.

მომა-თანამედორვე ხელოვნების მუზეუმი

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი - მომა (Mუსეუმ ოფ Mოდერნ Aრტ - MოMA) მდებარეობს მიდთაუნ მანჰეტენზე, ნიუ-იორკი. მუზეუმი ხშირად მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის მოპაექრედ განიხილება.
მომა თავდაპირველად დააპროექტა მოდერნისტმა არქიტექტორმა ედვარდ დურელ სტოუნმა და პირველად დამთვალიერებელთათვის გაიხსნა 1929 წლის 7 ნოემბერს. ითვლება რა თანამედროვე ხელოვნების ნიმუშთა საუკეთესო კოლექციად მსოფლიოში, მის მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლება:
ვინსენტ ვან გოგის “ვარსკვლავიანი ღამე”,
პაბლო პიკასოს “ავინიონის დიაცები”
სალვადორ დალის “მეხსიერების ჟინიანობა”,
პიტ მონდრიანის “ბროდვეის ბუგი-ვუგი”,
კლოდ მონეს “წყლის ლილიების” ტრიპტიხი
ანრი მატისის “ცეკვა”
პოლ სეზანის “მობანავე”
ფრიდა კალოს “ავტო-პორტრეტი მოკვეცილი თმით”

THE MUSEUM OF MODERN ART IN