суббота, 6 февраля 2010 г.

შემამსუბუქებელი გარემოებების არ არსებობის გამო, სასამართლო პროცესი პროკურორის მოთხოვნის შესაბამისად დასრულდა


თბილისის სამოქალაქო სასამართლოს შენობის პირველ სართულზე ხალხმრავლობა 13 საათიდან დაიწყო. სასამართლო პროცესი, რომელზეც ორი ახალგაზრდის ბრალეულობის საკითხი უნდა განხილულიყო, მოსამართლის მიზეზით, ერთი საათის დაგვიანებით, 14 საათზე განახლდა. ეჭვმიტანილების სასამართლო დარბაზში შემოყვანას ხმაური მოჰყვა, მათ ახლობლებთან გასაუბრება სცადეს, რაც ბადრაგმა რამდენიმე წუთში აღკვეთა და წინააღმდეგობის მიუხედავად, ეჭვმიტანილები მათთვის განკუთვნილ კაბინაში განთავსდნენ. მაშინ, როცა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი სასამართლო დარბაზში შემოვიდა, სიტუაცია უკვე დაწყნარებული იყო. 30 წლის შალვა ნათიშვილს, რომელსაც პოლიციელის მკვლელობისთვის 8 წლიანი სასჯელი უკვე მოხდილი ჰქონდა და მხოლოდ 1 წლის წინ განთავისუფლდა, ამჯერად ბრალად ედებოდა ნარკოტიკის მოხმარება და გამოძიებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება. მასთან ერთად, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდა ასევე 32 წლის მიხელ ჯანიძეც, რომელსაც ბრალად ედებოდა ნარკოტიკის გასაღება-მოხმარება და ცივი იარაღის უკანონოდ ტარება. სახელმწიფო მბრალდებელმა საქმეში არსებულ დამამძიმებელ გარემოებებზე ისაუბრა. მისი თქმით ეჭვმიტანილ ჯანიძის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ჰეროინი, ე.წ. ინსულინის ნემსები, თანხა 25 000 ამერიკული დოლარი, რომელიც არ შეიძლება მის ოჯახს ჰქონოდა, შემოსავლის გათვალისწინებით, ხოლო დაკავებისას იგი იყო ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ და თან ჰქონდა ცივი იარაღი. Mბრალმდებელის განცხადებით ეს ყველა არგუმენტი საკმარისი იყო იმისათვის, რომ დამკიცებულიყო ყველა ის ბრალდება, რაც ეჭვმიტანლს ჰქონდა წაყენებული და 11 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვდა. Pპროკურორის სიტყვას, განსასჯელის ნათესავების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა, რაც უცენზურო წამოძახილებით გამოიხატა. თუმცა, მოსამართლის მიერ კატეგორიული შენიშვნის მიცემის შემდგეგ, მსგავი ფაქტი პროცესის მიმდინარეობისას აღარ გამეორებულა. ჯანიძის საქმეს კიდევ უფრო ამძიმებდა ის ფაქტი, რომ მეორე განსასჯელი ნათიშვილი, დაკავების შემდეგ დაკითხვისას მას ნარკოტიკების გამსაღებლად ასახელებდა. თუმცა, სასამართლო მოგვიანებით ნათიშვილმა ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ წინა ჩვენება სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლის შემდეგ მისცა, რაც მის მიმართ კიდევ ერთი ბრალდების წაყენებით დასრულდა. თავად ჯანიძე ნარკოტიკის მოხმარების ფაქტს ადასტურებდა, თუმცა, დანარჩენ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა და სამართალდამცველებს ნარკოტიკების სპეციალურად ,,ჩადებაში” ადანაშაულებდა. ეჭვმიტანილის ადვოკატმა კი ერთადერთ შემამსუბუქებელ გარემოებად ის ფაქტი დაასახელა, რომ ჯანიძე აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომში და გამოჩენილი სიმამაცისთვის ჯილდოც ჰქონდა მიღებული. ამ მიზეზით ადვოკატი პატიმრობის ვადის 7 წლამდე განსაზღვრას მოითხოვდა. რაც შეეხება ეჭვმიტანილ ნათიშვილს. მისი საქმის განხილვა სულ რამდენიმე წუთში დასრულდა. პროკურორმა, დამამძიმებელ გარემოებად მხოლოდ წინა პატიმრობა, ანუ პოლიციელის მკვლელობისთვის ნასამართლეობა და დაკავების დროს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა დაასახელა. ბრალმდებელი ეჭვმიტანილის კვლავ 8 წლით დაპატიმრებას მოითხოვდა. როგორ შემდეგ გაირკვა, ნარკოტიკების მოხმარებას არც თავად განსასჯელი უარყოფდა. Aადვოკატმა კი შემამსუბუქებელ გარემოებად მხოლოდ ის დაასახელა, რომ წინა პატიმრობის წლებში ნათიშვილი დადებითი ყოფაქცევით გამოირჩეოდა და 8 წლის მანძილზე მისი მხრიდან არ იყო ჩადენილი საქციელი, რომელიც მისი სასჯელის დასამძიმებლად გამოდგებოდა. ადვოკატის თქმით ეს არგუმენტი შეიძლებოდა საკმარისი ყოფილიყო იმისათვის რომ განსასჯელის პატიმრობა მხოლოდ 5 წლით განსაზღრულიყო. განსასჯელებმა სიტყვის წარმოთქმაზე უარი განაცხადეს და მოსამართლემ რამდენიმე წუთში განაჩენიც გამოაცხადა. Mმან არ გაითვალისწინა ადვოკატების მიერ წარდგენილი არგუმენტები. Pპროკურორის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა. შალვა ნათიშვილს 8 წლით, მიხეილ ჯანიძეს კი 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. როგორც გამოძიების მასალებიდან ირკვევა, ნათიშვილისა და ჯანიძის ნაცნობობა მათ დაკავებამდე (9 თებერვლი), 3 თვით ადრე დაიწყო. პოლიციისთვის ცნობილი იყო, რომ ჯანიძე ნარკოტიკების გამსაღებელი იყო, რამდენიმე კვირიანი მუშაობის შემდეგ, სწორედ 9 თებერვალს, თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე ჩატარდა მცირე მასშტაბის სპეცოპერაცია და ნარკოტიკის გასაღების ფაქტზე დააკავეს ჯანიძე, ამ დროს მასთან ერთად სწორედ შალვა ნათიშვილი იმყოფებოდა რომელსაც არ უცდია შეძენილი ნარკოტიკის დამალვა. დაკავების დროს ორივე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, მიხელ ჯანიძის მშობლები უკმაყოფებას გამოხატავდნენ როგორც მოსამართლის, ისე საკუთარი ადვოკატის მიმართ. მათი თქმით, ისინი აპირებენ რომ აიყვანონ ახალი ადვოკატი და საქმეს გაასაჩივრებენ შემდეგ ინსტაციაში. რაც შეეხება ნათიშვილს, მისმა ნათესავებმა სასამართლო უკომენტაროდ დატოვეს. ადვოკატის განცხადებით კი განაჩენის გასაჩივრება არ მოხდება.

თათია დვალიშვილი

2 комментария:

  1. კომენტარებს ,,word verification" გამოურთე რა...

    და 1 თხოვნა-რჩევა მექნება რო თეთრ ფონზე შავად წერო, თორე შავზე - თეთრი საშინელებაა... თვალების თხრა და წვალებაა მკითხველისთვის :)

    წარმატებებს გისურვებთ შენ და შენს ბლოგს... :)

    ОтветитьУдалить
  2. დიდი მადლობა რჩევისთვის:)) გავითვალისწინებ:))

    ОтветитьУдалить