воскресенье, 28 марта 2010 г.

კემბრიჯის უნივერსიტეტი


კემბრიჯის უნივერსიტეტი სიძველით მეორე უნივერსიტეტია ინგლისურენოვან მსოფლიოში და ჩარიცხვის კრიტერიუმებით ერთ-ერთი ყველაზე მომთხოვნი გაერთიანებულ სამეფოში.ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებს ურთიერთ ჯიბრის დიდი ისტორია აქვთ და მოიხსენიებიან გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ელიტურ და პრესტიჟულ უნივერსიტეტებად. ისტორიულად, მათ გამოშვებას ეკუთვნის ბრიტანეთის გამოჩენილ მეცნიერთა, მწერალთა და პოლიტიკოსთა უდიდესი ნაწილი.კემბრიჯის უნივერსიტეტიდან გამოსულთა შორის 81 ნობელის პრემიის ლაურეატია, რაც მსოფლიოს ნებისმიერ უნივერსიტეტზე მეტია. მათგან 70 კემბრიჯის ბაკალავრიატზე ან მაგისტრატურაზე სწავლობდა, ანუ ისინი ამ უნივერსიტეტის მასწავლებლები ან მკვლევარები არ ყოფილან.
უნივერსიტეტის 31 კოლეჯი ტექნიკურად უნივერსიტეტისგან დამოუკიდებელი ინსტიტუტებია და მნიშვნელოვანი ავტონომიით სარგებლობენ. მაგ. ისინი თავად წყვეტენ სტუდენტთა მიღების საკითხს და ასევე თავად ნიშნავენ საბჭოს უფროს წევრებს.კემბრიჯის გამოცდა ბაკალავრიატის ხარისხისთვის (მთავარი დაწყებითი ხარისხი კემბრიჯში ხელოვნებასა და მეცნიერების შემსწავლელ საგნებში) ცნობილია როგორც "ტრიპოსი". მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტს კურსები მრავალ საგანში გააჩნია, ისააკ ნიუტონის დროიდან მე-19 საუკუნის შუა წლებამდე ძირითადი ყურადღება მათემატიკაზე ხდებოდა, და ამ საგნის შესწავლა დიპლომის მისაღებად აუცილებელი იყო. მათემატიკის კურსის წარჩინებით დასრულებისას სტუდენტებს ვრანგლერის წოდებას ანიჭებდნენ.
Kდღეს სწავლობდე კემბრიჯის უნივერსიტეტში ძალიან დიდ შრომას და მონდომებას უკავშირდება ასევე ფინანსურ შესაძლებლობებსაც-ჩააბარო კემბრიჯში უკვე წარმატებაა!! რაც შეეხება სწავლის ღირებულებას შემდეგნაირად არის :
სწავლის ღირებულება
ევროკავშირის სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ინგლისის, უელსის და ჩრდილოეთ ირლანდიის უნივვერსიტეტებსა და კოლეჯებში, იხდიან იმდენს (ცნობილია, როგორც „შინაური ფასები“), რამდენსაც ბრიტანელი სტუდენტები.
უცხოელი სტუდენტები, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან არ არიან, იხდიან საერთაშორისო სტუდენტური ფასების მიხედვით, რაც წელიწადში 6,250-დან 18,000 გირვანქამდე მერყეობს. უნივერსიტეტი სთავაზობს სტიპენდიებს, მაგრამ ამისთვის ძალზე დიდი კონკურენციაა და მის იმედად ყოფნა არ ღირს. სტიპენდიების უმეტესი ნაწილი გამოყოფილია მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
ბაკალავრიატში სწავლა ძირითადად სამი წელი გრძელდება, თუმცა, ხელოვნების სპეციალობა ძირითადი კურსის დაწყებამდე ხშირ შემთხვევაში დამატებით ერთწლიან კვალიფიკაციას მოითხოვს; სამართლისა და მედიცინის სპეციალობებზე სწავლა მინიმუმ ხუთი წელი გრძელდება; არქიტექტურაზე – შვიდი. რაც მეტად მნიშვნელოვანია, დარწმუნებული უნდა იყოთ იმაში, რომ თავს გაართმევთ (ფინანსურად) მთლიან კურსს.

Комментариев нет:

Отправить комментарий